29 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, გარდაცვალების მძიმე სტატისტიკა კი ჯერჯერობით უცვლელია

კორონავირუსს დღეს 42 წლის მათემატიკის მასწავლებელი ემსხვერპლა. ქალი, რომელსაც არც ერთი თანმდევი დაავადება არ ჰქონია. მასთან ერთად დაიღუპა მისივე კოლეგა, ორივე გორის რაიონში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, გარდაცვალების მძიმე სტატისტიკა კი ჯერჯერობით ქვეყანაში ისევ უცვლელია - 39 ადამიანი დღე-ღამეში. იზრდება ინფიცირებული ექიმების რაოდენობაც. კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს გია კიკაბიძეს.

1 100-ზე მეტი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭიროება. ბოლო 24 საათში კი, დაახლოებით 10 000-მდე ტესტი ჩატარდა და ვირუსი 1 731 პირს დაუდასტურდა. შემცირებული მაჩვენებლების მიუხედავად, ყველაზე მეტი ლაბორატორიული შემთხვევა თბილისს, იმერეთს და აჭარას უკავშირდება.

დღის ამბები