29 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
სერგეი შამბას ინიციატივა და ახალი ფორმატი ძველი პრობლემის მოსაგვარებლად - ექსპერტთა ნაწილი შეთავაზებაში მოსკოვის კვალს ხედავს

ახალი ფორმატი ძველი პრობლემის მოსაგვარებლად სერგეი შამბას ინიციატივაა, რაშიც ის ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო პრეზიდენტსაც იმოწმებს. თბილისის პასუხით დაინტერესებული ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი თვლის, რომ აფხაზეთის ომიდან თითქმის 30 წლის თავზე დროა ახალი პლატფორმა შეიქმნას, სადაც სოხუმი და თბილისი ყველაფერზე ისაუბრებდნენ, გარდა განხეთქილების მთავარი საგნისა. შამბას ფორმატი დაახლოებით ისეთად წარმოუდგენია, როგორიც მოსკოვსა და თბილისს შორის არსებული პრაღის არაფორმალური შეხვედრებია, აბაშიძესა და კარასინს შორის.

ანალიტიკოსი, ლევან გერაძე ახალ დინამიკას ეკონომიკური ინტერესებით ხსნის, ალტერნატიული გზების ძიება მისი თქმით, აფხაზი პოლიტიკოსების მხრიდან საპასუხო რეაქციაა იმ ანექსიურ ხელშეკრულებაზე, რომელიც მოსკოვმა სოხუმთან სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გააფორმა და რასაც აფხაზ საზოგადოებაში უკმაყოფილება მოჰყვა. შეთავაზებაში მოსკოვის კვალს ცალსახად ხედავს ანალიტიკოსი გოჩა გვარამია, ვისთვისაც შამბას გზავნილი ნიადაგის მოსინჯვაა რუსეთის სასარგებლოდ. თუ ექსპერტთა ნაწილის მიერ მოწონებული ფორმატი მართლაც შედგა, ირაკლი ცქიტიშვილს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ იგი ორმხრივი იქნება, რადგან რუსეთისგან ამ დათმობას არ ელოდება. 

ვიდრე ოკუპირებული სოხუმი ახალ ფორმატებზე მსჯელობს, რეგიონებში საერთაშორისო მონიტორების დაშვება მოსკოვის ზეგავლენით კვლავ ვერ ხდება. ამის მიუხედავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მშვიდობის სადარაჯოზე ძალისხმევას აგრძელებს, დღეს მათ მანდატი 2 წლით გაუხანგრძლივდათ.

დღის ამბები