აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მექსიკის პირველი პირი მიგრაციის საკითხზე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ახალი შეთანხმება მიგრანტებს აშშ-ის მიმართულებით საშიში მოგზაურობის ალტერნატივას შესთავაზებს.
ორი ქვეყნის პირველმა პირმა სამომავლოდ სალვადორიდან, გვატემალადან, ჰონდურასიდან და სამხრეთ მექსიკიდან მიგრაციის მიზეზების მოგვარების საკითხიც განიხილეს.
როგორც ბაიდენის გუნდის განცხადებაშია აღნიშნული, შეიქმნება რეგიონული და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტს უპასუხებს.