29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
გარკვეული ჯგუფი ექვემდებარება მიხეილ სააკაშვილს და ამის იქით ყველა თანამდებობა თუ პოლიტიკური პოზიცია არის არარაობა - გიორგი ვოლსკი ენმ-ზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს, მმართველი გუნდის წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი ეხმაურება და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინაა ენმ-ში მმართველ პოზიციებზე, ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც მიხეილ სააკაშვილის ექვემდებარება:

"არსებობს გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ექვემდებარებიან მიხეილ სააკაშვილს და ამის იქით პრაქტიკულად ყველა თანამდებობა თუ პოლიტიკური პოზიცია არის არარაობა და არაფერს წარმოადგენს არც განხილვის დროს და არც პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

გრიგოლ ვაშაძის პოსტიდან მოულოდნელად წასვლის შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. დღეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნული საკითხიც განიხილებოდა.

დღის ამბები