29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ახალი შტამისგან მოსალოდნელი საფრთხე არ განსხვავდება ტრადიციული ფორმებისგან - ჯანმო დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალ ქვეტიპზე

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის არსებობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც დაადასტურეს. ვირუსის ახალი ქვეტიპი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა არ გამოირჩევა უფრო მაღალი ლეტალობით.

COVID-19-ის ახალი სახიფათო შტამის აღმოჩენის გამო, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის დიდ ნაწილში, ლონდონის ჩათვლით, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ნიდერლანდებმა ქვეყანასთან საჰაერო ფრენები გააუქმა.

"ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ვირუსი ვითარდება და განიცდის მუტაციას. როგორც ჩანს დიდ ბრიტანეთში ვირუსის ახალი შტამი შედარებით მეტად გავრცელდა. ვაგრძელებთ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას. ახლა რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ახალი შტამისგან მოსალოდნელი საფრთხე არ განსხვავდება ტრადიციული ფორმებისგან," - აცხადებს ჯანმოს წარმომადგენელი მაიკ რაიანი.

რეგულაციების გამკაცრებას განაგრძობს შვეიცარიაც, 22 დეკემბრიდან 22 იანვრამდე, ქვეყანაში, იკეტება სპორტული დაწესებულებები და რესტორნები. მაღაზიები შეზღუდული გრაფიკით იმუშავებს.

რეკორდულად იზრდება ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ კორეაშიც, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების მატების მიზეზი ერთ-ერთ ციხეში ათობით პატიმრის ინფიცირება გახდა.

დღის ამბები