29 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
სერგეი შამბას განცხადებას, საუბრისა და დიალოგის საჭიროებასთან დაკავშირებით, ქართველი ექსპერტები ეხმაურებიან 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებას თბილისში ექსპერტები აფასებენ. 

ანალიტიკოსები თვლიან, რომ შამბამ ჩიხში შეიყვანა ინიციატივა, როდესაც თქვა, რომ მზად არის სხვადასხვა საკითხზე ისაუბროს თბილისთან, გარდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობისა.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ოფიციალურმა თბილისმა ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

"ცდილობენ ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესონ ქართულ მხარესთან ურთიერთობის საფუძველზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი თუ ჩვენები გარკვეულწილად ამ მოლაპარაკებებზე წავიდოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ვნახავდით რისი მიღწევაა შესაძლებელი. აფხაზური საზოგადოება ძალიან გააკრიტიკებს აფხაზურ ხელისუფლებას და შეიძლება მორიგი რევოლუცია მოუწყონ იმის გამო, რომ აფხაზები ესაუბრებიან, თუნდაც იგივე რუსების გარეშე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ორმხრივი ფორმატი ცოტა რთული შესაქმნელია. უფრო კარგი იქნება, მაგალითად, ეუთოს, ან გაეროს, ან რომელიმე დიდი ორგანიზაციის ფარგლებში," - აცხადებს "ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი.

ექსპერტთა მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ეს გზავნილები თბილისამდე არაოფიციალურ დონეზე რომ მოსულიყო, მეტად სანდო იქნებოდა, თუმცა ის, რომ განცხადებები არის საჯარო, ბევრს აფიქრებინებს, რომ ამის მიღმა რუსეთი და მისი შორს მიმავალი გეგმები დგას.

"ამის უკან დგას რუსეთის გეგმები, რომ რუსეთი მართავს ყველაფერს, ამიტომ აპრიორი ამოვიდეთ შამბას პოზიციიდან და რაღაცები გავთვალოთ, რომ ეს გამოგვადგება-არ გამოგვადგება, არ იქნება გამართლებული და საკმაოდ დიდი რისკების შემცველია სამომავლოდ. ამ ფონზე ზედაპირულად შეიძლება ესე ჩანდეს, რომ კი ჩვენთვის კარგია, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაქსიმალური კონტროლით სულ მცირე და საბოლოო ჯამში რუსეთთან მიერთებაა და პლიუს ოკუპანტის სტატუსი უნდა მოიხსნას," - განაცხადად პოლიტოლოგმა და "ექსპერტთა კლუბის" დამფუძნებელმა გოჩა გვარამიამ.

დღის ამბები