ქაბულში ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა 9 ადამიანი. ტერორისტების სამიზნე ავღანელი დეპუტატი გახდა, რომელიც აფეთქებას გადაურჩა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.