29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს გია კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმს გია კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც გია კიკაბიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები მას არ ჰქონია და ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდა.

"გეგმიური ტესტირების დროს გამოვლინდა. რამე ნიშანი და ჩივილი რომ მქონოდა - არა. სახლში არ გავჩერდი იმიტომ, რომ თვითიზოლაციაში უნდა წავსულიყავი სასტუმროში და მაინც საავადმყოფოში დავრჩი. ამჟამად ვიმყოფები კლინიკაში. მირჩევნია აქ ყოფნა, ახლოს ვარ კლინიკაში და მერე ჩემს საქმეს რაღაცებს აქედანაც ვაკეთებ," - განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები