29 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, პირი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია

თბილისში, გიორგიწმინდას დასახლებაში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარით შეიარაღებული პირი თავის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევა, არსებული ინფორმაციით, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დააკავა, მოლაპარაკები შსს-სა და დაკავებულ პირს შორის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია, მედიისთვის გადაადგილება კი შეზღუდული. შსს "კურიერთან" დეტალებზე არ საუბრობს.

შსს მომხდართან დაკავშირებით დეტალურ განცხადებას ცოტახანში გააკეთებს.

 

დღის ამბები