29 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
რუსეთი შეერთებული შტატების ერთ-ერთი მტერია - მაიკ პომპეო

მაიკ პომპეომ მარკ ლევინის შოუში განაცხადა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების ერთ-ერთი მტერია.

"მუდმივად მეკითხებიან, ვინ არის ჩვენი მტერი და ჩემი პასუხი ისაა, რომ უამრავია ისეთი, ვისაც ჩვენი ცხოვრების, რესპუბლიკისა და ძირითადი დემოკრატიული პრინციპების შერყევა სურს, ცხადია, რუსეთი ამ სიაშია,"- განაცხადა შტატების სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეოს თქმით, რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდეს, საიდანაც შეძლებს, შეერთებულ შტატებს აზღვევინოს. სახელმწიფო მდივანი ფიქრობს რომ ვლადიმერ პუტინი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს.

დღის ამბები