76 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის მილიონ 700 ათასი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო მონაცემები.
სტატისტიკის ზრდასთან ერთად, სახელმწიფოები რეგულაციებს ამკაცრებენ ან უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებენ. შობა-ახალი წლის პერიოდში, იტალია წითელ ზონად გამოცხადდება და მკაცრი კარანტინი დაწესდება.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, ზოგიერთ რეგიონში ზომებს გაამკაცრებს ესპანეთიც.
სადღესასწაულოდ მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება ავსტრიასა და პოლონეთშიც.