29 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ორი "გირჩი" ერთი და იგივე ლოგოთი, იდეოლოგიით და ღირებულებით  - 26 დეკემბერს ზურა ჯაფარიძე მეორე "გირჩს" შექმნის

ორი "გირჩი", ორივე პოლიტიკური პარტია და ორივე ერთი ლოგოს ქვეშ- ასეთია ყველაზე არაორდინარული პარტიის არაორდინარული გადაწყვეტილება.

მას შემდეგ, რაც ზურა გირჩი ჯაფარიძე 26 დეკემბერს პარტიის ყრილობას ჩაატარებს, ახალი "გირჩი" შეიქმნება და ერთი სახელისა და ლოგოს ქვეშ ორი პარტია იარსებებს.

განმასხვავებელიც თავდაპირველად არაფერი იქნება, მსგავსება უფრო მეტი- ღირებულებით და იდეოლოგიებით.

"გირჩის" სადამფუძნებლო ყრილობის დროც და ლოკაციაც ცნობილია- 3 საათი, "მეტრა დეველოპმენტი". იქვე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს წევრებს.

დღის ამბები