29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
გოჩა ლორთქიფანიძის მოსამართლის მანტია და მინისტრის პორტფელი - პირველად ისტორიაში ჰააგის სასამართლოში მოსამართლე საქართველოდან აირჩიეს

პირველად ისტორიაში, ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე  -გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს, რომელიც გუშინ, საქართველოს ახალი მთავრობის შემადგენლობაში, იუსტიციის მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დასახელდა.

იუსტიციის მინისტრის პორტფელი და ჰააგის სისხლის სამართლის მოსამართლის მანტია - ორივე სტატუსი გოჩა ლორთქიფანიძის ბიოგრაფიაში ჩაიწერება. 

ოპოზიციის ნაწილი ამ ფაქტის ისტორიულ მნიშვნელობას აღნიშნავს, თუმცა, თემა კრიტიკის მიზეზი მაინც გახდა. მმართველი გუნდის ოპონენტების უკმაყოფილება შერჩევის პროცედურამ და მთავრობის შემადგენლობის საპარლამენტო განხილვებმა გამოიწვია.

თანამდებობების შეუთავსებლობას გამორიცხავს უმრავლესობა. ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ განმარტავენ, რომ გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის მოსამართლედ არჩევა ორივე პოზიციაზე პარალელურად ყოფნას არ ნიშნავს.

დღის ამბები