29 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
კანდიდატების ძალიან თავისუფალ ფართო რანგს არ მიეცა იმის საშუალება, რომ ამ პოზიციაზე ყოფილიყო წარდგენილი - გრიგოლ გეგელია

პირველად ისტორიაში, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი - ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი "ქართული ოცნების" ბრმა ქმედებებს კიდევ ერთხელ მიუთითებს.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ პროცესი არაგამჭვირვალე იყო.

"მისასალმებელია, რომ ისტორიაში პირველად იქნება ქართველი ამ თანამდებობაზე. მაგრამ, ძალიან სამწუხაროა, რომ ბუნდოვანი და არაგამჭვირვალე პროცესი გრძელდება. კანდიდატების ძალიან თავისუფალ ფართო რანგს არ მიეცა იმის საშუალება, რომ ამ პოზიციაზე ყოფილიყო წარდგენილი. მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი პიროვნებაა წარდგენილი ამ პოზიციაზეც, რაც პარტიულ-პოლიტიკური პრეფერენციების ეჭვს ბადებს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ საქართველოს პარლამენტი ბრმად მოქმედებს,"-აცხადებს გრიგოლ გეგელია.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" არასერიოზული დამოკიდებულა მინისტრებისადმი ამ საკითხშიც გამოჩნდა.

"ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, რომელსაც "ქართული ოცნება" ავლენს სამინისტროებისადმი და მინისტრების ფუნქციებისადმი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მინისტრი სახელით და გვარით იმდენად ნომინალურ ფიგურებად არიან ქცეულები,"-აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები