სამტრედიაში გარდაცვლილი 36 წლის კობა ჩახუნაშვილის ოჯახი შვილის გარდაცვალების მიზეზი დადგენას ითხოვს. მათი თქმით, მათი შვილი ალკოჰოლს მოიხმარდა, რის გამოც ცხრა დეკემბერს ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა 11 დეკემბერს აცნობეს, რომ მამაკაცი ხონში კლინიკაში გადაჰყავდათ, რადგან მდგომარეობა დამძიმდა, იქიდან კი ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც 13 დეკემბერს გარდაიცვალა.
ოჯახის თქმით, კობა ჩახუნაშვილს სხეულსა და სახეზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა და მათთვის უცნობია, როგორ მიიღო გარდაცვლილმა დაზიანება. ვარაუდობენ, რომ მას დაზიანება ნარკოლოგიურში მიაყენეს. ამიტომ საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.
ბრალდებას არ ეთანხმებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი მათთან არ გარდაცვლილა.
რაც შეეხება ოფიციალურ დიაგნოზს კლინიკა ბომონდის ინფორმაციით პაციენტს კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახში კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ანალიზმა კორონავირუსი არ აჩვენა.