29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
მამუკა მდინარაძე კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს მოლაპარაკების პოზიტიური შედეგის გაწევისთვის მადლობას უხდის

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს მოლაპარაკების პოზიტიური შედეგის გაწევისთვის მადლობას უხდის.

"მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს იმ უდიდესი შრომისთვის, რაც მათ მოლაპარაკების პოზიტიური შედეგისთვის გასწიეს. ჰარცელის განცხადება მოიცავდა იმ ნაწილსაც, სადაც აბსოლუტური სიზუსტით არის შეფასებული თუ როგორ აზიანებს ამ პროცესებს ოპოზიციის მოქმედებები. რაც შეეხება ჩვენს ნაწილს, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესები არა თუ ხელს შეუშლის მოლაპარაკების პროცესს, არამედ სწორი სამართლებრივი პოზიცია, რომელიც კანონმდებლობაში აისახება, ხელს შეუწყობს იმას, რომ ასევე სწორი სახელმწიფოებრივი  გადაწყვეტილებები მიიღოს ოპოზიციამ.

ბატონი ჰარცელი ასევე ამბობს, რომ დაფინანსების კანონი შესაძლოა საკამათო იყოს, მაგრამ, აქ გასაგებია ყველაფერი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს კანონი სამართლიანია,"- აცხადებს მამუკა მდიმარაძე. 

დღის ამბები