29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ჰანს ჰენრი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკას სტუმრობს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

ჰანს ჰენრი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკას სტუმრობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სტუმრები ამ ეტაპზე დეტალურ კითხვებს სვამენ რის შემდეგადაც რეკომენდაციების მოცემას დაიწყებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ საქართველოში არსებულმა გარემომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნანახმა, სწორედ ეს არის ის რის ადვოკატირებასაც ჩვენ ვცდილობთ. პანდემიას მხოლოდ საავადმყოფოებში ვერ მოვერევით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვასა და საავადმყოფოებს შორის იყო კიდევ ერთი რგოლი და სწორედ ამ რგოლის არსებობას შევუწყვეთ თქვენ ხელი,"-აღნიშნა ჰანს კლუგემ. 

დღის ამბები