29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება, არის უსაფრთხო და ეფექტური - ჰანს კლუგე

საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ემზადება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს ახორციელებს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან, ქვეყნის შიგნით კი ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ სამუშაოებთან ერთად, სწრაფი ვაქცინის შერჩევის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ქვეყნის ისტორიაში უხილავ მტერთან ბრძოლის დასკვნითი ეტაპი, სავარაუდოდ, მარტში დაიწყება. ქართველ სპეციალისტებთან ერთად შეხვედრებს მართავს და ესწრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე, რომელიც ამბობს, რომ კარგ ვაქცინაზე მუშაობა 5 დან 10 წლამდე გრძელდება, თუმცა ახალი გამოწვევის გამო, სპეციალისტებმა პროცესები დააჩქარეს.

"დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება, არის უსაფრთხო და ეფექტური. როგორც წესი, კარგი ვაქცინის შემუშავებას 5-დან 10 წლამდე სჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 1 წელზე ნაკლებ დროზე, მაგრამ უნდა ვთქვა რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა. სულ უფრო მეტი ვაქცინაა, რომელიც დამტკიცების პროცედურებს გადის და ისინი მომავალი წლიდან გავრცელდება. დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ჩემი მესიჯი უცვლელია, უნდა მივყვეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს,"- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე​საქართველოში ვიზიტით იმყოფება. 

დღის ამბები