29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
სტუმრიანობას ვერ შევაჩერებთ, იანვრის მეორე ნახევარში შემთხვევების რაოდენობის გაზრდა იქნება, 40% შიდაოჯახური გავრცელებაა - ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნას მოჰყვება ვირუსის გავრცელების ზრდა და  საფრთხის შემცველია.

"შეზღუდვების მოხსნა უდავოდ საფრთხის შემცველია, არ შეიძლება მეორე აზრი არსებობდეს. აქ ორი საფრთხეა. ჯანმომ პირველად გააკეთა უპრეცედენტო მოწოდება, რომ შობის დღეს თუ თქვენ გეყოლებათ სტუმრები გამოიყენეთ პირბადეებიო, მსგავსი მოწოდება მათ არ ჰქონიათ. 

ჩვენს ქვეყანაში, რაც არ უნდა შეზღუდვები შევინარჩუნოთ სტუმრიანობას მაინც ვერ შევაჩერებთ. იანვრის მეორე ნახევარში შემთხვევების რაოდენობის გაზრდა იქნება, 40% არის შიდა ოჯახური გავრცელება. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ თუ ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უკონტროლო რიგები დაემატება ეს ყველაფერი ეპიდემიის კონტროლზე აისახება,"-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები