29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილთან გაერთიანების თემა დღის წესრიგში არ დგას, ეს არის მეგობრულ-პარტნიორული საუბარი - ბადრი ჯაფარიძე

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გაერთიანების თემა დღის წესრიგში არ დგას და მისი თქმით, ჰიპოთეტურ თემებზე საუბარს არ აპირებს.

"პრეზიდენტი მარგველაშვილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, შესაბამისად, მასთან ჩვენ ყოველთვის გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ვითარების ერთობლივ ანალიზს ვახორციელებდით. 

გაერთიანების თემა დღის წესრიგში არ დგას, რაც არ განიხილება, იმაზე ვერ ვისაუბრებ.

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დიალოგები, ვსაუბრობთ მიზეზებზე, რამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ეს არის მეგობრულ-პარტნიორული დიალოგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები