29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ჩემ დროს არც 20 ივნისი იყო და არც მოხდებოდა, არც ეს დიდი პოლიტიკური გადაგდება არ მოხდებოდა - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში და მაშინ, როდესაც ის იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, არც 20 ივნისის ამბები მომხდარა და არც მოხდებოდა და არც პოლიტიკურ გადაგდებას ჰქონდა ადგილი.

"კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ როდესაც ლაპარაკია პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, მე არაფრის დიდებით არ დავუშვებ, რომ წავუყრუო, როდესაც ჩემს არჩევნებზე არის კითხვის ნიშნები, ან როდესაც საუბარი არის, რომ ის პერიოდი, რაც ჩემს მერე იყო, რაიმენაირად მაინც ჰგავს იმას, რაც ჩემს დროს იყო.

ამას ყოველთვის ხაზს გავუსვამ, რომ არც 20 ივნისი არ იყო ჩემს დროს და არც მოხდებოდა, არც ეს დიდი პოლიტიკური გადაგდება არ მოხდებოდა, არც დარბევები არ მოხდებოდა და არც ის არ მოხდებოდა, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ არჩევნებზე და რეაქცია, კიდევ ერთხელ, 2016-ის არჩევნებზე. ერთი კორცხელი იყო და იმაზე მქონდა გაუთავებელი რეაქცია," - განაცხადა მან "რუსთავი 2-ის" ეთერში.

დღის ამბები