29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელში ბოდბესთან მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო გადაბრუნდა.

დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები