29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
კოვიდპანდემია და მსოფლიო - აშშ-ში ინფიცირების შემთხვევებმა 17 მილიონს გადააჭარბა, ევროპაში კი რეგულაციები მკაცრდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ​კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 17 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მრჩეველთა კომიტეტმა "მოდერნას" ვაქცინის საგანგებოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დასადასტურებლად, დღეს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და მისმა მეუღლემ პრეპარატით აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს. ამასობაში ქვეყნის მასშტაბით, პანდემიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. 

შტატების მსგავსად, მზარდია სტატისტიკა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც, სადაც საყოველთაო კარანტინი 6 კვირით გამოცხადდება. ქვეყანაში შეზღუდვები მოქმედებს გადაადგილებასა და ხალხმრავალ შეკრებებზე.

ვითარება მძიმეა ევროპაშიც, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულაციები მკაცრდება. საშობაოდ ახალი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს ესპანეთისა და იტალიის მთავრობები. იტალიაში შესაძლოა სადღესასწაულო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 8 დღიანი ლოქდაუნი გამოცხადდეს. კომენდანტის საათი დაწესდება პორტუგალიაშიც, სადაც თვის ბოლოს შესაძლოა მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყოს.

კორონავირუსის გამო განგაშის უმაღლესი მეოთხე დონე გამოცხადდა ტოკიოში. ქვეყანაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

მსოფლიოში არსებულ მძიმე პანდემიურ ვითარების ფონზე, ვაქცინაცია გრძელდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ევროპა კი მასობრივ ვაქცინაციას თვის ბოლოს გეგმავს.

დღის ამბები