29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
გაიხსნება თუ არა 24 დეკემბერს სავაჭრო ობიექტები - მთავრობა ინდუსტრიასთან საუბრობს, დაყენებულია მკაცრი მოთხოვნებიც

წესების ვრცელმა ჩამონათვალმა, როგორც სავაჭრო დაწესებულებების შიდა ტერიტორიაზე, ასევე მათ გარეთ, მომხმარებლის ნაკადების ეფექტური მართვა უნდა უზრუნველყოს. სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია დანამდვილებით გაიხსნება თუ არა მოლები 24 დეკემბერს, თუმცა აღნიშნა, რომ თავად ბიზნესის მხრიდან პირობების შესრულების მზაობა დაინახა.

სავაჭრო სექტორის მთავარი მიზანი მუშაობის განახლების უფლების მიღებაა, ამიტომ, მათ დახურვისთანავე უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების დანერგვაზე მუშაობა დამოუკიდებლად დაიწყეს. დღეს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე მოლების ხელმძღვანელები და რითეილერები რამდენიმე კონკრეტული წინადადებით მივიდნენ, რაც მათი აზრით ნაკადებს განტვირთავს და მომხმარებლის ქცევას შეცვლის.

მოლების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შრომის ინსპექციის რეკომენდაცია იქნება. გახსნის შემთხვევაში სხვა მაკონტროლებლებთან ერთად სწორედ შრომის ინსპექტორებმა უნდა გაუწიონ მონიტორინგი თუ რამდენად იქნება პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული ნორმები დაცული. დღევანდელ განხილვაში მონაწილეობის შემდეგ ბექა ფერაძე ამბობდა, რომ გარკვეული საკითხები კვლავ დასაზუსტებელია.

დღის ამბები