29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
ოპოზიცია პროტესტის ფორმებს ირჩევს - ვინ ახსენა სიტყვა რევოლუცია და ვინ თვლის, რომ თუ არ იქნება ახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა

ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს.

"ლეიბორისტული" პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი ხელისუფლებას აიძულებს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას დათანხმდეს.

საპროტესტო აქციების პარალელურად, სამოქმედო გეგმის ფორმატში ოპოზიცია სხვა საკითხებსაც განიხილავს. საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომლის ფარგლებშიც ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას სთხოვს. 

ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს თავად ოპოზიციაში. განსხვავებული შეხედულებების შესახებ პოლიტიკოსები ღიად საუბრობენ. "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია ოპოზიციის ერთიანი ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის ეფექტურობაზე აკეთებს აქცენტს. 

შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში კვლავ ღიად რჩება საკითხი, შედგება თუ არა შეთანხმება კომპრომისულ ვარიანტზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის? მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე დაპაუზებულია.

 

 

დღის ამბები