29 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
პანდემიის პირობებში სათხილამურო კურორტების ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ზამთრის კურორტებზე წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელი იყო.

მინისტრის თქმით,  მცირე და საშუალო ტიპის საოჯახო სასტუმროებს და რესტორნებს სახელმწიფო ეხმარება.

"მე ძალიან კარგად მესმის წერტილოვანი შეზღუდვების სიმძიმე, როგორია იმ ობიექტებისთვის, რომელიც განლაგებულია ზამთრის კურორტებზე. ვისაც სეზონური შემოსავალი აქვს, ვინც თხილამურებს აქირავებს და ა.შ 

მთელს მსოფლიოში ზამთრის კურორტები არის მიჩნეული დამატებითი რისკის მატარებლად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ შეზღუდვის გადაწყვეტილება არ მიგვეღო, ეს, ერთ-ორ კვირაში მაინც მოხდებოდა. ეს გახდებოდა თავშეყრის ადგილად და მეტად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევდა. 

მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მცირე და საოჯახო სასტუმროებს. 2000-მდე სასტუმროს დავუფინანსეთ სესხის პროცენტი, ასევე 700-მდე რესტორანმა მოგვმართა და ვეხმარებით და ა.შ გვესმის, რომ ეს, არ არის საკმარისი, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, პანდემიის პირობებში სათხილამურო კურორტების ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა,"-აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები