29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
შესაძლოა სავაჭრო ობიექტების სამუშაო საათები გაიზარდოს - სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები მუშაობის სხვადასხვა მექანიზმს განიხილავენ

გაიხსნება თუ არა 24 ოქტომბერს სავაჭრო ობიექტები ჯერჯერობით უცნობია - მთავრობის წევრებსა და სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა დასრულებულია.

ნაკადების მართვასთან და წესების დაცვასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შიდა კონსულტაციებს მართავდნენ თავად სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებიც და ისინი სხვადასხვა მექანიზმებზე მუშაობდნენ.

დღეს მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებმა სწორედ ეს მექანიზმები წარმოადგინეს.

ერთ-ერთი ეხება იმას, რომ შესაძლოა გაიზარდოს სამუშაო საათები, მაგალითად სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა დილით ადრე, 8:00 დაიწყონ. გარდა ამისა, ისინი შეეცდებიან მოქალაქეების ქცევა სხვადასხვა აქციებით წაახალისონ და სხვადასხვა წესების შემოღებით დაარეგულირონ. მათ შორის იმით, რომ დაბრუნების ან გადაცვლის სერვისები მუშაობდეს მხოლოდ დღის პირველ ნახევარში და ეს ნაკადი მოაკლდეს შემდეგ უკვე მოქალაქეების იმ რაოდენობას, რომელიც სავაჭრო ცენტრებში პროდუქტის შესაძენად საღამოს საათებში მივა.

დღის ამბები