29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
სავაჭრო ობიექტებს აქვთ მზაობა, გამკაცრებული მონიტორინგი თავად განახორციელონ - ბექა ფერაძე 

ამ დრომდე უცნობია გაიხსნება თუ არა 24 დეკემბერს სავაჭრო ობიექტები. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მთავრობის წევრები სპეციალისტებს შეხვდებიან. იქამდე კი, შეხვედრა ს წარმომადგენლებთან გაიმართა.

მთავრობის წევრებმა ობიექტების ხელმძღვანელებთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმსჯელეს, თუ როგორ იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციები.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელები, ობიექტების გახსნის შემთხვევაში მზად არიან გამკაცრებული მონიტორინგი განახორციელონ.

"მათი მხრიდან მზაობა იმისთვის, რომ გამკაცრებული მონიტორინგი განხორციელდეს შიდა სისტემის მიერ, ასევე იქნა დადასტურებული, გაზიარებული. ისინი მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, რომ ნაკადების მართვა იყოს გაკონტროლებული. ასევე შრომის ინსპექცია სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად იქნება აქტიურად  ჩართული მონიტორინგის სისტემაში.

დამატებით ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ და მომდევნო დღეებში ასევე გაგრძელდება საუბარი, კვადრატულობის მიხედვით ზედა ზღვარი უნდა იყოს დაწესებული იმისთვის, რომ ნაკადები შიდა სივრცეში, სადაც ეპიდემიოლოგიურად არის მეტი რისკი გავრცელების, იყოს შეზღუდული," - აცხადებს ბექა ფერაძე.

დღის ამბები