29 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ან ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადებას - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას თქმით, ან დაინიშნება ხელახალი არჩევნები, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს.

"ეს ძალისხმევა გაძლიერდება ოპოზიციის მხრიდან და ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება. მთავარია, ან ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს. ბუნებრივია, ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში," - აღნიშნა ნიკა მელიამ.

დღის ამბები