29 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ალექსეი ნავალნის მოწამვლის სურვილის შემთხვევაში ისინი საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ

რუსეთს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ალექსეი ნავალნის მოწამვლის სურვილის შემთხვევაში, ისინი საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. ასე ეხმაურება პუტინი იმ გამოძიებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციონერს შეერთებული შტატების სპეცსამსახურის მხარდაჭერა აქვს.

განცხადება კრემლში, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ჟურნალისტური გამოძიების საპასუხოდ გააკეთდა. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პუტინმა ამერიკული სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზება უწოდა. ჟურნალისტურ გამოძიებაში რომელიც "ბელინ ქეთმა", "შპიგელმა", "ინსიადერმა" და "სიენენმა" ერთობლივად ჩაატარეს ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოწამლეს და მასზე მუდმივი თვალთვალი 2017 წლიდან მიმდინარეობდა.

მედიის ინფორმაციით "ეფესბეს" კრიმინალისტიკის ინსტიტუტში საიდუმლო ლაბორატორიაა განთავსებული, სადაც საწამლავებს ამზადებენ. ამას რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლებიც ადასტურებენ რომლებიც ახლა დასავლეთში ცხოვრობენ. ამ გამოძიებას თავად ნავალნიმაც მიუძღვნა ცალკე გადაცემა.

დღის ამბები