29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
"ვივამედის" დაცვის თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა - კლინიკის დირექტორის თქმით, ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა

თავდასხმა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაზე, სადაც გარდაცვლილი პაციენტების ნათესავები შეიჭრნენ - მძიმედ დაიჭრა დაცვის თანამშრომელი, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

როგორც კლინიკა "ვივამედიში“ აცხადებენ, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ. 

კლინიკა "ვივამედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ თავდაპირველად სიტყვიერი დაპისიპირება დაიწყო, რაც შემდგომ ფიზიკუ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, საბოლოოდ დაცვის თანამშრომლის დაჭრით დასრულდა. 

"შენიშვნა იყო მიზეზი, რის გამოც გაღიზიანდა ეს ადამიანი, გარდა ამისა მისი თანმხლები პირები, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და მათ შორის, რომელიც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. რაც დასრულდა ჩვენი დაცვის თანამშრომლის დაჭრით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით და საკმაოდ მძიმე ხარისხის დაზიანებით.

პრეტენზია ოჯახის წევრებს სამედიცინო პერსონალის მისამართით და კლინიკის ხელმძღვანელობის მისამართით რა თქმა უნდა, არ ჰქონიათ. კონფლიქტის მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირება იმის საფუძველზე, რომ დაცვის თანამშრომელმა მისცა მას შენიშვნა, დაეცვა მას შინაგანაწესი,“ - ამბობს ზურაბ ჩხაიძე. 

კლინიკა "ვივამედის" დირექტორის მოადგილის, სულხან აბესაძის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. 

"სამწუხაროდ, ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაიჭრა ჩვენი დაცვის თანამშრომელი. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის მძიმე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, უკვე დაკავებულია დამნაშავეები," - ამბობს კლინიკა "ვივამედის" დირექტორის მოადგილე, სულხან აბესაძე.

დღის ამბები