29 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
მძიმე პანდემიური მდგომარეობის გამო მსოფლიოში რეგულაციები მკაცრდება ან უკვე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ნარჩუნდება

პანდემიამ მსოფლიო ლიდერებამდეც მიაღწია, კორონავირუსი დაუდგინდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. თვითიზოლაციაში გადავიდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი. მძიმე პანდემიური მდგომარეობის გამო კი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში რეგულაციები მკაცრდება ან უკვე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ნარჩუნდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სავაჭრო ობიექტები დაიხურა ლიეტუვაში, დაწესდა გადაადგილებაზე შეზღუდვები. დღეიდან კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციები ამოქმედდება დანიაში. იხურება სალონები, სავაჭრო ობიექტები. რეგულაციების დაწესებაზე მსჯელობენ შვედეთშიც.

ესპანეთსა და საფრანგეთში კი ბიზნესსექტორი რეგულაციების შემსუბუქებასა და სამუშაო ადგილების გახსნას ითხოვს.

პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე კორონავირუსი 75 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ლეტალურად 1 600 000-ზე მეტი შემთხვევა დასრულდა.

 

დღის ამბები