29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციისა და მისი ტელევიზიებისგან გარდაცვლილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების მცდელობა გამოიკვეთა - ირაკლი კობახიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის დახურვასთან დაკავშირებით "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გამოძიების წყალობით ყველაფერს ნათელი მოეფინა.

მისი თქმით,  "რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში მყოფი ტელევიზიები" არ მოერიდნენ გარდაცვლილის პატივისა და ღირსების შელახვას, რაც ძალიან მძიმე ფაქტია. 

"ამ პროცესს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებოდით, რადგან მგრძნობიარე საკითხი გახდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ უამრავი ძალიან მძიმე სპეკულაცია იყო, იგივე რადიკალური ოპოზიციისა და მათ საკუთრებაში არსებული ტელევიზიების მხრიდან. საბოლოო ჯამში, ყველაფერს ნათელი მოეფინა. ძალიან მძიმე რა არის, იცით? ყველაფერს აკეთებდა რადიკალური ოპოზიცია და მისი ტელევიზიები, რომ გარკვეული კუთხით, მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების მცდელობა გამოეკვეთა, რაც არის ძალიან მძიმე, როცა არ უფრთხილდები სხვის პატივს და ღირსებას, მათ არანაირი ღირებულება არ აქვთ და გამოიკვეთა, მათ შორის, ამ საქმეში. არანაირი  წითელი ხაზი, არც ღირსება და არც პატივი მათთვის, საინტერესო არ არის,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დახურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღის ამბები