29 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
არჩევნების შემდეგ გაჩნდნენ "ლუზერები" და "ვინერები" - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამარცხებული ოპოზიციური პარტიები, რომელთაც დასაკარგი არაფერი აქვთ, განსაკუთრებული დესტრუქციით გამოირჩევიან. 

თუმცა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რაციონალური შეთანხმების რესურსი მაინც არსებობს. 

"ამ არჩევნების შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა ე.წ. ლუზერები, ანუ წაგებული მხარე და ვინერები, ანუ მოგებული მხარე. ვინც ისედაც წაგებულია, მას დასაკარგი არაფერი აქვს და, სამწუხაროდ, ასეთი პარტიები გამოირჩევიან უფრო მეტი დესტრუქციულობით. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ რაციონალური შეთანხმების რესურსი არსებობს,"-განაცხადა მან.

დღის ამბები