29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კობახიძის ინიციატივა "პატრიოტთა ალიანსს" არ ეხება - გოჩა თევდორაძე

პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსშიც" გამოეხმაურნენ. "პატრიოტთა ალიანსში" ფიქრობენ, რომ ინიციატივის სრისრულეში მოყვანის შემთხვევაში მათ ეს კანონი არ შეეხებათ, რადგანაც პარტია დაფინანსებას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე იღებს. 

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ სხვა ოპოზიცური პარტიების მსგავსად, პარლამენტში განცხადებას მანდატების გაუქმების შესახებმათი პარტიაც მალე შეიტანს. 

"კობახიძის ეს მორიგი ბოდვა ინიციატივა, პირდაპირ არ ეხება "პატრიოტთა ალიანსს". ჩვენ დაფინანსებას ვიღებთ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე. რაც შეეხება მის ასეთ განცხადებას, ეს არის შანტაჟი პოლიტიკური პარტიების მიმართ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას და შესაბამისი განცხადებით მალე მივმართავთ საკანონმდებლო ორგანოს," - აცხადებს ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

დღის ამბები