29 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
პარტიების ნაწილს უნდა, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ, ეს არის ბოკერიას პარტია, პარტია "ლელო", რომელიც ბოკერიაზე რადიკალია" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, გარკვეული პოლიტიკური ძალები შეთანხმების მიღწევისა და კრიზისიდან გამოსავლის პოვნის ნაცვლად, "მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ". ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"პროცესი გაჭედილია, პარტიების ნაწილს უნდა რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ, ეს არის გიგა ბოკერიას პარტია, ჩემდა გასაოგნებლად, ეს არის პარტია "ლელო", რომელიც ბოკერიაზე რადიკალია, ვერ ვიჯერებ მამუკა ხაზარაძეს რატომ აქვს ასეთი პოზიცია, ვერ ავხსენი და არის ერთი-ორი უპასუხისმგებლო პარტია. დიდ ნაწილს უნდა რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას და კრიზისი დასრულდეს. ვინც არ მოაწერს ის იტყვის რომ მას უნდა ქაოსი.

ჩვენი გეგმა იყო, რომ შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ ხელში დავიჭიროთ არჩევნების სანდოდ ჩატარების ინსტრუმენტი და სისტემა.  60 დეპუტატი შევიდეთ "ქართული ოცნების" 90 დეპუტატის წინააღმდეგ და სერიოზული დღის წესრიგი შევქმნათ. ოქტომბერში გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე და დიდ ქალაქებში დავამარცხოთ "ქართული ოცნება". ერთჯერადი რიგგარეშე არჩევნები არის ამ ქვეყნის პერსპექტივა თუ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება?"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები