29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
"სიების ჩახსნაზე "გირჩს", "მოქალაქეებს" და "პატრიოტთა ალიანსს" არ შეუტანია განაცხადი" - ლევან იოსელიანის თქმით, 17-მდე დეპუტატი მანდატზე უარის თქმას აპირებს

ოპოზიციიდან ბევრი არ აპირებს უარის თქმას მანდატზე - ამის შესახებ "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა "ღამის კურიერში" განაცხადა.

იოსელიანი ასევე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ჩახსნის მისი პარტია სიას და უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე.

"უნდა გვინდოდეს რომ მოლაპარაკება შედგეს. 17-მდე ოპოზიციური, პარლამენტის უკვე მოქმედი წევრები, რომლებიც არ არიან შესული პარლამენტში აპირებენ უარი თქვან საკუთარ მანდატებზე. ეს ხდება იმ პირობებში. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მოლაპარაკება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და შემდეგი რაუნდი არის წინ. მე მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო და ვიცი ბევრი ამას არ აპირებს, ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ეს აზიანებს მოლაპარაკებებს. ბევრი არ აპირებს უარის თქმას მანდატზე. მაგალითად სიების ჩახსნაზე სამმა ოპოზიციური პარტიამ არ შეიტანა განაცხადი, გირჩს არ შეუტანია განაცხადი, არც ჩვენ შეგვიტანია და თუ არ ვცდები პატრიოტთა ალიანსს.

მანდატებზე უარის თქმა ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მანდატი არის მისი საკუთრება და პარტია ვერ აიძულებს, რომ მან ამაზე თქვას უარი. მე ამ აქტით არ შევუწყობ ხელს, რომ დაზიანდეს მოლაპარაკების პროცესი. მე არ მინდა რომ დღეს ვთქვა მანდატზე უარი და ხვალ თუ ხელს მოვაწერ შეთანხმებას მივაკითხო ირაკლი კობახიძეს ეს მანდატი უკან დამიბრუნოს. მე მინდა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება და მერე წავიდე და მანდატზეც ვთქვა უარი და ჩავსხნა სიაც," - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები