29 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
აშშ-სა და კანადაში კორონავირუსზე ვაქცინაცია მიმდინარეობს, ბრიტანეთში კი შეზღუდვები მკაცრდება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ქვეყნის ჯანდაცვის მდივანი აცხადებს, რომ შესაძლოა, ვირუსის მუტაციის მთავარი მახასიათებელი სწრაფი გავრცელება იყოს.

კორონავირუსის ახალი სახეობის 1000-ზე მეტი შემთხვევა ქვეყნის 60-ზე მეტ სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა. ვირუსის ახალი ტიპის შესახებ უკვე ეცნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

მკაცრი შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება ლონდონსა და ბრიტანეთის ორ საგრაფოში, სადაც დაიხურება დაწესებულების უმრავლესობა და ღია სივრცეში აიკრძალება 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ვაქცინაცია მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ორივე ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი და რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეები აიცრებიან.

დღის ამბები