29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
უკანონო შენობების დემონტაჟი და დაპირისპირება აფრიკის დასახლებაში - აქვთ თუ არა სხვა თავშესაფარი მშენებარე სახლების მეპატრონეებს

დღეს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ხმაური იყო. ჩხუბი და დაპირისპირება სამართალდამცველებთან შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პარალელურად მიმდინარეობდა.

მძიმე ტექნიკის მუშაობის ფონზე, აფრიკის დასახლებაში შეკრებილი ადამიანები მათ მიერ აშენებული სახლების ნგრევას აპროტესტებდნენ.

თბილისის მერი ამ ფაქტს სახელმწიფო მიწების უკანონო მიტაცებას უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დილით დაიწყო. მათი ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო.

დღის ამბები