29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
წასვლა "ფეისბუქით" - რატომ გადადგა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიდან გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობა" მისმა თავმჯდომარემ დატოვა. პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და "ნაციონალების" ერთ-ერთმა მთავარმა სახემ - გრიგოლ ვაშაძემ გადაწყვეტილება ყველას "ფეისბუქით" ამცნო.

მიზეზების ნაწილი ჩამოთვლილია: ხელმძღვანელობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეული ტაქტიკა და არარსებული პარტიული სტრატეგია, "ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფი ოდიოზური ფიგურები, სტრატეგიული მოკავშირეების წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმები და შეურაცხყოფის კამპანია.

პარტიის წევრთა ნაწილმა ყოფილ ლიდერს გადაწყვეტილების ფორმაც, დროც და შინაარსიც დაუწუნა. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ დამალეს, რომ პარტიაში განსხვავებული მოსაზრებები იყო ბრძოლის სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს უკავშირდებოდა. ამბობენ, რომ პარტიიდან წასვლას არავინ გეგმავს და ხელისუფლების დასამარცხებლად ბრძოლა გრძელდება.

გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, დღეს მედიასთან არ გამოჩენილა არც თავმჯდომარეობის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი ნიკა მელია. პარტიის თავმჯდომარის მოულოდნელ წასვლაზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია არც თინა ბოკუჩავას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში მას კობა ნაყოფია და ნიკა მელია ჩაანაცვლებენ.

დღის ამბები