29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
მინდა ბოდიში მოვუხადო ელჩებს, რადგან არ იმსახურებენ იმ შეურაცხყოფას, რომელიც გვესმის ოდიოზური ფიგურებისგან - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ "დღის კურიერის" ეთერში ოპოზიციასთან მოლაპარაკებაში ჩართულ ელჩებს ბოდიში მოუხადა.

მისი თქმით, ფასილიტატორები არ იმსახურებენ იმ შეტევას, რაც, მისი სიტყვებით, რადიკალური ოპოზიციისა და ოდიოზური ფიგურების მხრიდან ხორციელდება. 

"ჩვენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვართ კავშირზე დიპლომატებთან. ეს საკითხები, რომელიც მოლაპარაკებებზე დგას, მათთან კონსულტაციის შედეგია. დიპლომატების მხრიდანაც ჩართულობა არის მაქსიმალური. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, მათზე გრძელდება შეტევები და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მათ.

მე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო მათ მთელი ჩვენი გუნდისა და ამომრჩევლის სახელით, რადგან არც ევროკავშირის, არც აშშ-ს, არც გერმანიის, არც საფრანგეთის ელჩები არ იმსახურებენ იმ შეტევებს და შეურაცხყოფებს, რომელიც დღენიადაგ გვესმის რადიკალური ოპოზიციური და ოდიოზური ფიგურებისგან,"- განაცხადა მან. 

დღის ამბები