29 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
"დაასრულეთ ოპოზიციონერობას თამაში, შედით, დაასრულეთ ვაება და ტანჯვა" - გიორგი გუგავა "მოქალაქეებს"

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ "მოქალაქეებმა" ოპოზიციონერობანას თამაში უნდა დაასრულონ და პარლამენტში შევიდნენ. გიორგი გუგავამ განცხადება "დღის კურიერში" ლევან იოსელიანის საპასხუოდ გააკეთა. იოსელიანმა ოპოზიციას მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმისგან თავის შეკავება ურჩია.

"შევწუხდი პარტია "მოქალაქეების" ცოდვით, შედით თქვე კაი ხალხო თუ ასე გინდათ შესვლა პარლამენტში. დაგვანებეთ თავი, ხომ არ შეიძლება ამისთვის ალია-ბალია მოიგონოთ, ზოგს რაღაც დააბრალო, შიდა საუბრები გამოიტანო, შეურაცხყოფები მიაყენო ხალხს, კოლეგებს, შენ ამომრჩეველს?! შედი, დაასრულე ეს ვაება და ტანჯვა, ნუ იტანჯებით და ჩვენც დაგვანებეთ თავი! 

შესვლა გინდა ბატონო?! შედი, გელოდებიან იქ, მიიღეთ ის რასაც გიმზადებენ და დაასრულეთ ოპოზიციონერობას თამაში. ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება ცნობილია და მოტივირებულია ხალხის გადაწყვეტილებით,"-განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი გუგავამ.

დღის ამბები