29 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები - კახა კალაძე ოპოზიციას პასუხობს

კახა კალაძე ცილისწამებას უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში ადამიანები დასრულებული სახლებიდან გამოყარა და დემონტაჟი განახორციელა. დედაქალაქის მერის თქმით, არცერთი სახლში რომლის დემონტაჟიც დღეს მოხდა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ:

"გვინდა გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, უფრო მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დატოვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული, იყო მშენებარე და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები.

სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 7 მილიონ ლარს და ამ პროგრამის ფარგლებში ბინის ქირით უზრუნველვყოფთ უბინაოდ დარჩენილ მოქალაქეებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები