29 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ღამის კლუბები დახმარებას ითხოვენ - ინდუსტრია გაკოტრების პირასაა 

კლუბების დამფუძნებლები და მენეჯერები პირველ რიგში იმედებს მთავრობასთან მოლაპარაკებებზე ამყარებენ. მათ უკვე წარადგინეს საკუთარი წინადადებები, რომელიც ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს და დახმარების 6 თვეზე გადანაწილებას ითვალისწინებს. პირველი ორი პუნქტი საიჯარო გადასახადების და კომუნალური ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ სუფსიდირებას გულისხმობს. 

კლუბი "მტკვარი", სადაც დღეს მთავრობისთვის წარსადგენი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, მარტის შემდეგ დახურულია. მისი დამფუძნებელი ამბობს, რომ ვალების დასაფარად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება ხშირად უწევთ, მათ შორის მუსიკალური თუ განათების აპარატურის გაყიდვაც. ცალკე საკითხია შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ტექნიკური თუ მომსახურე პერსონალის, ასევე შემსრულებლების ჩათვლით.

ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც კლუბებმა მთავრობასთან მოლაპარაკებების დროს უნდა დააყენონ,  დაახლოებით 500-მდე თანამშრომლისთვის დაფინანსების გამოყოფაა.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებები ვერ შედგება, კლუბები ხმაურიან ქუჩის პროტესტს აანონსებენ.

დღის ამბები