დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის თქმით, ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მიმდინარეობს დეტალური კვლევა.
1000-ზე მეტი შემთხვევის იდენტიფიცირება ძირითადად ინგლისის სამხრეთით მოხდა. როგორც ჯანდაცვის მდივანი აღნიშნავს, ამ დროისთვის ვარაუდი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო მწვავე დაავადებას იწვევს ან ვაქცინა უშედეგოა, საფუძველს მოკლებულია.