29 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
მარტო ელჩებთან შეხვედრაზე - "კურიერმა" მამუკა ხაზარაძე მაშინ დააფიქსირა, როდესაც ჰარცელის რეზიდენციას ტოვებდა

ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ დღეს "რუსთავი 2-ის" კამერამ  მამუკა ხაზარაძე გადაიღო, რომელიც ევროკავშირის ელჩის რეზიდენციას ტოვებდა. "ლელოს" ლიდერს კარლ ჰარცელის გარდა დღეს კელი დეგნანიც ესაუბრა.

"ლელო", სავარაუდოდ, პირველი პოლიტიკური ძალა იყო, რომლის ლიდერებსაც შუამავალმა ელჩებმა მეხუთე რაუნდის წინ ინდივიდუალურ აუდიენციაზე კარლ ჰარცელის რეზიდენციაში უმასპინძლეს. საუბრის დეტალები ტრადიციულად არ საჯაროვდება. შეხვედრიდან გამოსულ კელი დეგნანს არაფერი უთქვამს, მამუკა ხაზარაძე კი "კურიერთან" მოკლე განმარტებით შემოიფარგლა.

დიალოგის რესურსი ამოწურული არ არის უმრავლესობისთვის. მმართველმა გუნდმა ეს პოზიცია დღეს ორჯერ გაახმოვანა. "ქართული ოცნება" მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგით დასრულებას და პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეთანხმებას ელოდება. უმრავლესობა გათვლას ოპოზიციის ნაწილზე აკეთებს.

როდის დასხდებიან უკვე მეხუთედ პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან პოლიტიკური ოპონენტები - თარიღი უცნობია. იქნება თუ არა ეს შეკრება გადამწყვეტი - პროგნოზების გაკეთება მხარეებს ნაადრევად მიაჩნიათ.

დღის ამბები