29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
არ მგონია ელჩებზე შეტევით რაიმე მიზნის მიღწევა იყოს შესაძლებელი, მათი მადლიერები უნდა ვიყოთ - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დიპლომატების მისამართით გაკეთებული განცხადებები მისთვის სრულიად მიუღებელია. 

"მიუღებელია სრულიად. ჩვენ ამ ადამიანების მადლიერები უნდა ვიყოთ იმ როლისთვის, რომელიც მათ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის შეიძლება აზრთა სხვადასხვაობები არსებობდეს ბევრ საკითხზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ თავს უნდა დავესხათ, ეს არასწორია და მე მიმაჩნია, რომ არასწორია ვინც ასე იქცევა. პრაგმატულადაც არასწორია, მორალურადაც არასწორია,  არაფერი არ მოაქვს ამას შედეგად და ზოგადად, არ მგონია, რომ ამით რაიმე მიზნის მიღწევა იყოს შესაძლებელი, ვინმეს თუ ესეთი მიზანი აქვს დასახული.

მე მესმის იმ ადამიანების, ზოგიერთის, რომელიც ამ შეტევას ახორციელებს, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. ბატონი ნიკა გვარამია იყო, ვინც ეს განცხადებები გააკეთა. ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ, მე მისი მდგომარეობა მესმის, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი მთავარი შეტევის ობიექტი ხელისუფლების მხრიდან ამ წლების განმავლობაში. კი არ ვამართლებ რაც თქვა შინაარსობრივად, მესმის რომ ის ესეთ მდგომარეობაშია და გაბრაზებული შეიძლება იყოს დიპლომატებზე," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

დღის ამბები