ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე დაცვის მხარე დაკავებულის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ბიძინა ესებუას უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მათი განცხადებით, ესებუა უდანაშაულოა, დაკავება კი მის ძმაზე, ბადრი ესებუაზე ზეწოლის მიზნით მოხდა.
ძებნილი ბადრი ესებუას ძმა სამართალდამცველებმა შაბათს დააკავეს. მის ავტომობილში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია საბრძოლო მასალა, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. არსებობს ვერსია, რომ ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა ყაჩაღურ თავდასხმაში მხილებულ ბადრი ესებუასთან.