29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
"გავიდა სახლიდან 7 რიცხვში, არაფერი დაუბარებია სად მიდიოდა" - ოჯახის წევრები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ოჯახის წევრები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამუშაოები უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ მიმდინარეობს. დაკარგულის ახლობლები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

"გავიდა სახლიდან ორშაბათს, 7 რიცხვში, არაფერი არ მომხდარა და არაფერი არ დაუბარებია სად მიდიოდა. ოთხშაბათს დააფიქსირა ჟინვალის პოლიციამ, კარანტინის დრო ჰქონდა დარღვეული, მაგის გამო დააკავეს, წაიყვანეს განყოფილებაში. გადაამოწმეს პიროვნება და დაშავებული რომ არაფერი ჰქონდა, დაუწერეს ჯარიმა და მერე ჩაიყვანეს მცხეთაში, სადაც თვითონ თხოვა იქამდე მიიყვანეს.

Facebook-ზე რომ გავაკეთე პოსტი, ხალხმა დამირეკა, რომ მლეთაში დავაფიქსირეთ მსგავსი პიროვნებაო. დღეს ტრაილერის მძღოლმაც მითხრა, წუხელ შემხვდა მსგავსი პიროვნებაო და ახლა ჩვენი ძალებითა და ცალკე პოლიცია, ვეძებთ ყველა,“ - ამბობს დაკარგულის ძმა დავით სუბელიანი.

დღის ამბები