29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ორ თვეში საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება - ნათია თურნავა

საქართველოდან სხვა ქვეყნების მიმართულებით რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, თებერვლიდან დაიწყება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ორ თვეში საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ასევე, დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროექტიც.

"გაზაფხულიდან გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები, ვფიქრობ, რომ თებერვლიდან სრულად გავხსნით ფრენებს. "ვიზეარმაც" დააანონსა, რომ კვლავ აღადგენს ქუთაისში თავის მოქმედ ბაზას და ის ახალ მიმართულებებსაც დაამატებს,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები